“სტრატეგია აღმაშენებელმა” უსინდისობით და უზნეო ქმედებით “ნაცმოძრაობას” გაუსწრო” – ხუნდაძე ვაშაძეს პასუხობს

სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი ჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ, – ამის შესახებ “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხა.

“სტრატეგია აღმაშენებელმა” უსინდისობით და უზნეო ქმედებით “ნაცმოძრაობას” გაუსწრო. ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო. შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ქართული პოლიტიკის უბედურება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა.

სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი ჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და მერე უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და მერე სხვისი. სანამ ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება “მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა”.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებების შეფასებას სირცხვილად მიიჩნევს და ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ჯერ სახელი და გვარი უნდა დაიბრუნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები