ოხანაშვილი – გიორგი ვაშაძეზე: სიახლეებს გაეცნოს და ნახავს, რომ 2-5-ქულიანი სისტემები აღარ არის, პროგრესს აჰყვეს

ეს არის სრულად გადასვლა არჩევნების ელექტრონულ მოდელზე, რომელიც გამორიცხავს ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებს, კითხვებს და არის პროგრესული გადაწყვეტილება, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “ქართული ოცნების” ინიციატივას არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ამყარებს სანდოობას არჩევნების მიმართ.

„პრაქტიკულად, ეს არის სრულად გადასვლა არჩევნების ელექტრონულ მოდელზე, რომელიც გამორიცხავს ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებს, კითხვებს და არის პროგრესული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს ზედმეტი კითხვების გარეშე. ოპოზიციას მეტი კითხვა არ აქვს და მხოლოდ ის დარჩა, რომ 70 პროცენტი ცოტაა. 70 პროცენტი მოჭრილად არ გვითქვამს, რადგან ეს დამოკიდებულია ობიექტურ გარემოებაზე, რისი შესწავლაც მოხდება. შეიძლება, იყოს 90-100.

ეს გადაწყვეტილება არის სწორი და ამყარებს სანდოობას არჩევნების მიმართ. იმედია, ოპონენტები მხარს დაუჭერენ“, – თქვა ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებაზეც.

„რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას ოროსნობაზე, ვაშაძე ქულათა სისტემას იმდენად ჩამორჩა, რომ არც იცის, საგანმანათლებლო სისტემაში ქულათა როგორი სისტემაა. ურჩიეთ, რომ სიახლეებს გაეცნოს და ნახავს, რომ 2-5-ქულიანი სისტემები აღარ არის, პროგრესს აჰყვეს. ვურჩევ, კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს და თავისი ინიციატივა წარმოადგინოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები