შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: კონფერენციაზე ტრიბუნის მიცემით რადიკალური ძალები საკუთარ თავს გამყარებულად გრძნობენ რადიკალურ დღის წესრიგში

ჩვენ არ გვინდოდა, ხელი შეგვეწყო რადიკალური დღის წესრიგისთვის, ამიტომ  ამ კონფერენციაში მონაწილეობა არ მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის შედეგი რადიკალური დღის წესრიგის წახალისების. როდესაც რადიკალებს ტრიბუნა ეძლევათ, ისინი თავს გამყარებულად გრძნობენ საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგში. ამ კონფერენციიდან ერთი-ორი დღეც არ იყო გასული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან ოლიგარქიზაციასა და სანქციაზე საუბარი გვესმის, „ლელოს“ მხრიდან – რაღაც რუსეთთან კავშირებზე საუბარი, გვესმის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ რაღაც ისტერიის დამკვიდრება უნდა, საბოლოო ჯამში ეს საგამოძიებო კომისიაც, სანქციებზე საუბარი არის ნაწილი რადიკალური დღის წესრიგის და სამწუხაროდ, მათ შორის იმ კონფერენციაზე ტრიბუნის მიცემით ნახეთ, რომ ეს რადიკალური ძალები საკუთარ თავს გამყარებულად გრძნობენ რადიკალურ დღის წესრიგში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია სექტემბერში თბილისში ჩატარდა. კონფერენციაზე, სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და გეოპოლიტიკური პროცესები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები