შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ამ ძალიან სახიფათო გარემოში ეს პერიოდი დაფიქრებულად გავიაროთ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგა და ოპონენტები ამ საკითხის გაუბრალოებას ცდილობენ.

როგორც მან მოძრაობის – “ხალხის ძალა” განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ გაზრდილი რისკების ფონზე, “სახიფათო გარემოში ეს პერიოდი დაფიქრებულად გავიაროთ”.

“მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგებმა დატოვეს პარტია და ფრაქცია, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მათ განცხადებების კომენტირებას არ ვახდენ, ვინაიდან არ მინდა შევიდე რაიმე დეტალებში და შინაარსობრივ განხილვებში.
ზოგადად, რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოს, მას შემდეგ, რაც დაიწყო აგრესიული ომი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, ის რომ უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით სავსეა რისკებით, სწორედ ამას ვსაუბრობთ ჩვენ რამდენიმე თვეა და ვხედავთ ოპონენტების მხრიდან ამ საკითხის გაუბრალოებას. ბოლო პერიოდშიც, ვხედავთ, თითქოს, რისკები შემცირებულია საქართველოს მიმართ. პირიქით, ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, თავისთავად მაღალი რისკის ქვეშაა უსაფრთხოების კუთხით. ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია ამ მომენტში აწარმოებს აგრესიულ ომს, რისკები არის ბევრჯერ გაზრდილი და სწორედ ამ რისკების გარემოში ვცხოვრობთ და სწორედ ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ამ ძალიან სახიფათო გარემოში ეს პერიოდი დაფიქრებულად გავიაროთ“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები