“ხშირია როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს“

  ხშირია , როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა და თავმდაბლობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
“ლოცვაში წერია – უფალო მოგვანიჭე განცდაი თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს განცდაი თვისა ცოდვათა. მადლით აავსოს თქვენი გული, სული და ხორცი, ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა”, – ბრძანა უწმინდესმა.
ამასთან, როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანებმა მადლობა უნდა შესწირონ უფალს ყველაფრისთვის, რაც მათ აქვთ. “ჩვენ უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის, იმ სიხარულის, მწუხარების თუ განსაცდელისთვის, რასაც გვიგზავნის. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განსაცდელს გვაძლევს, რათა სულიერად გავძლიერდეთ”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები