სომხეთის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, აიძულონ აზერბაიჯანი, უარი თქვას ძალადობრივ ქმედებებზე
სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, აიძულონ აზერბაიჯანი, უარი თქვას ძალადობრივ ქმედებებზე.
ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიასა და საზოგადოებრივ სტრუქტურებს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური უთანხმოება და ერთხმად, უპირობოდ დადგნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების გვერდით.
„ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო ხალხო, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები წამოიწყეს. დაბომბეს სომხეთის პოზიციები, სამოქალაქო დასახლებები და ინფრასტრუქტურა არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატების და დიდ კალიბრიანი იარაღის გამოყენებთ. დაბომბვის შდეგად სომხურმა მხარემ დაკარგა ათობით ადამიანი და არიან დაჭრილები. მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა-ნაგებობები.
ვუთანაგრძნობ ჩვენი დაღუპული სამხედროების ოჯახებსა და ახლობლებს, ვუსურვებ მათ გამძლეობას, დაჭრილებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას.
მივმართავ სომხეთის საერთაშორისო პარტნიორებს დაგმონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციები და სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფა და მოვუწოდებ მათ, აიძულონ აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობა, უარი თქვას ძალადობის განხორციელების პრაქტიკაზე“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.