“უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ელიტარული ბრიგადა დაამარცხეს, რომელიც ნატო-სთან ომისთვის იყო მომზადებული” – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარის 1-ელი გვარდიის სატანკო არმიის პირადი შემადგენლობა გაანადგურეს, რომელიც, ნატო-სთან ომის შემთხვევაში, კონტრშეტევებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში მყოფმა, 1-ელი გვარდიის სატანკო არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა შემოჭრის საწყის ეტაპზე და ხარკოვში უკრაინის კონტრშეტევის დაწყების მომენტისთვის სრულად აღდგენილი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები