სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთნხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში ადილობრივი დროით 09:00 საათზე შევიდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. მათივე თქმით, დივერსია სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთებზე 12 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.

თავის მხრივ, სომხური მხარე თავდასხმაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეტაკებები სომხეთის საზღვართან – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით მიმდინარეობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნაგორისის, სოტკისა და ჯერმუკის, ვარდენისის მიმართულებით.

სომხეთის პარლამენტის დეპუტატი, ანა გრიგორიანი კი იტყობინება, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს კაპანის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები