სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დივერსია სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთებზე 12 სექტემბერს, გვიან ღამით განახორციელეს.
თავის მხრივ, სომხური მხარე თავდასხმაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეტაკებები სომხეთის საზღვართან – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით მიმდინარეობს.