უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.
როგორც მან ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინული ჯარები წინსვლას კვლავ აგრძელებენ.
„სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე ჩვენმა მეომრებმა უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი – აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენი ჯარების წინსვლა გრძელდება.
მადლობელი ვარ 57-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის, რომელიც ძალზე გაბედულად, ძალიან თავდაჯერებულად მიიწევს სამხრეთის მიმართულებით.
მადლობელი ვარ 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის, რომელიც სტაბილურად მიიწევს წინ, მიუხედავად ყველაფრისა – მიუხედავად ღია რელიეფის მახასიათებლებისა, მიუხედავად ოკუპანტების არტილერიისა.
მადლობელი ვარ 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლების, რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლებისთვის და მტრის აქტივობის გასანეიტრალებლად ძალიან ეფექტური მოქმედებებისთვის. ბიჭებო, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.