უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები „აზოვ ხარკოვი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გათავისუფლებულია ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე.
„ტერნოვაიას, ვარვაროვკას, იზბიცკოეს, სტარიცას ოლქების სრული დეოკუპაცია. სახელმწიფო საზღვარი კონტროლს ექვემდებარება“, – აცხადებენ „აზოვ-ხარკოვის“ სპეციალური ოპერაციის ძალებში.