მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადადგომას ითხოვენ.
როგორც CNN-ი წერს, აღნიშნული მოთხოვნით მათ პეტიცია შექმნეს, რომელიც პეტერბურგის სემენოვსკის რაიონის დეპუტატმა ქსენია ტორსტრემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალური დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები საზიანოა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის. ვითხოვთ ვლადიმერ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან“ , – აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიცია, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჩატარებულ პირველ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც კრემლის მომხრე კანდიდატებს დიდი გამარჯვება მოუტანა.
„პეტიციის ტექსტი ლაკონურია და არავის „დისკრედიტაციას“ არ ახდენს“, – განაცხადა ტორსტრემ.