პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა.

“საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ქედს ვიხრით მისი უდიდებულესობის, ელისაბედ II-ის უდიდესი წვლილის წინაშე, რომელიც მას თანამეგობრობისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მიუძღვის. მან შექმნა ეპოქა და მემკვიდრეობა იმ დიდებული მაგალითების დატოვებით, რაც ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი იდეალებით მსახურება!”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები