დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ქვეყნის პარლამენტს პირველად მიმართა.
ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
მას ახლდა დედოფალი კონსორტი კამილა.
მეფემ თქვა, რომ იგი ღრმად მადლიერია პარლამენტის წევრებისა და კოლეგებისადმი, დედის გარდაცვალების შემდეგ გამოთქმული თანაგრძნობისთვის.
შექსპირის ციტირებით, მან თქვა: “როგორც შექსპირმა თქვა პირველ დედოფალ ელისაბედზე, ის იყო ყველა ცოცხალი პრინცისთვის მაგალითი”.
ჩარლზ მესამეს თქმით, დედამისმა მონარქის “უანგარო მოვალეობის შესრულების მაგალითი აჩვენა” და პირობა დადო, რომ მიჰყვება კონსტიტუციური მმართველობისადმი ერთგულების ამ მაგალითს.
მიმართვის შემდეგ, მეფე და დედოფალი კონსორტი ედინბურგში გაემგზავრებიან, რათა დედოფლის კუბო ჰოლიროდჰაუსის სასახლიდან წმინდა ჯაილსის ტაძარში გადაასვენონ.