სოფელ ფლავისმანში სახლები იტბორება

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში რამდენიმე 40-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დატბორვის მიზეზი ორი თვის წინ სოფლის განაპირას მდებარე სარწყავი არხის გაწმენდისას დაშვებული შეცდომაა. წყალმა მამისბედაშვილების სარდაფში მიწიდან ქვევრები ამოყარა.

წუხელ, გვიან ღამით, ფლავისმანში, შიდა ქართლის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები და გეოლოგები ჩავიდნენ. მდგომარეობის გასაცნობად, ფლავისმანში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მელიორაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები