“უკრაინის დროშა ლუგანსკის ოლქის კიდევ ერთი სოფლის თავზე აღიმართა” – სერგეი გაიდაი
ლუგანსკის ოლქის სოფელ კუზემივკას თავზე უკრაინის დროშა აღიმართა, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ დაწერა.
დროშა დეოკუპირებული სოფლის ერთ-ერთ კოშკზე დამონტაჟდა.
სოფელი კუზემოვკა ოკუპირებული ქალაქ სვატოვოდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
“სვატოვსკის რაიონის სოფელი კუზემოვკა. 2022 წლის 12 სექტემბრის დილა. მაჭანკლობა ახლოვდება”, – წერს გაიდაი და მიანიშნებს ტერიტორიის დეოკუპაციის დაწყებაზე.