სერგეი ლავროვი: რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ კიევის მიერ მათი გაჭიანურება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გაართულებს
რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გაართულებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.
„პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ლავროვმა.