შალვა პაპუაშვილი აშშ-ში მომხდარი ტერაქტის 21-ე წლისთავს ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2001 წელს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის 21-ე წლისთავს “ტვიტერზე” ეხმაურება.

„აშშ-ში მომხდარი საშინელი ტერაქტის შემდეგ 21 წელი გავიდა. დღეს პატივს მივაგებთ 9/11-ში დაღუპულ 3000 ადამიანს და ვაფასებთ მათ, ვინც ცხოვრება ხალხის სამსახურში ყოფნას მიუძღვნა. ასევე კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საკუთარ ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევებისადმი“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები