გიორგი კანდელაკი მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ყვება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კანდელაკი მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს ყვება. “ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. იგი გადამიდგა გზაზე, რის შემდეგაც გადმოვიდა მანქანიდან და ისე რომ, ხმა არ ამოუღია, არაფერი არ უთქვამს, პირდაპირ გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მანქანებს შორის შეჯახება არ მომხდარა, საერთოდ შეხებასაც არ ჰქონია ადგილი, თუმცა მან მაინც გააგრძელა ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად აშკარაა, რომ ეს იყო ხელისუფლების და ივანიშვილის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ეს სამარცხვინო ინციდენტი ძალიან ნათლად წარმოაჩენს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს არა მხოლოდ კოლაბორაციონისტი და ღიად პრორუსული მთავრობა, არამედ ივანიშვილის რეჟიმი არის კრიმინალური რეჟიმიც. ვიცი, რომ ახლა ზღაპრებს შეთითხნიან, თითქოს მე ვაგინებდი და ა.შ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. არიან მოწმეები, რომლებმაც ყველაფერი დაინახეს”, – აცხადებს კანდელაკი. როგორც უმცირესობის დეპუტატი აცხადებს, პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული.