რეზნიკოვი – უკრაინაში ომის დასრულების შესახებ: კიდევ რამდენიმე გამარჯვება და რუსეთი გაიქცევა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების თარიღს არ პროგნოზირებს, მაგრამ ამავდროულად დარწმუნებულია, რომ უკრაინის რამდენიმე, თუნდაც მცირედი გამარჯვების შემდეგ რუსები გაქცევას დაიწყებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რამდენიმე წარმატების შემდეგ ფრონტზე, თუნდაც მცირედი გამარჯვებების შემდეგ, რუსეთის ჯარი გაქცევას დაიწყებს. მენდეთ ეს გამარჯვებები იქნება, ვინაიდან დღეს ჩვენ მათ ლოგისტიკურ ჯაჭვებს, საწყობებსა და ა.შ. ვანადგურებთ. ჩნდება კითხვა: სად უნდა წავიდნენ ისინი? ეს მეწყერივით იქნება, როდესაც დაცვის ერთი ხაზი დაიძვრება ყველა დანარჩენი ჩამოიფშვნება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები