სააკაშვილი გრიფით საიდუმლოს მოხსნაზე: “რაც გამოაქვეყნეს იმაზე მეტი რაღა უნდა გამოაქვეყნონ”
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სდსს-ის დოკუმენტაციისთვის გრიფით საიდუმლოს მოხსნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, “რაც გამოაქვეყნეს იმაზე მეტი რაღა უნდა გამოაქვეყნონ”. “ყველაფერი მოხსნან, რა უნდა ნახონ იქ ისეთი, რა შეჭამა, რა დალია? რომელი ქვეყნის კანცელარიები არ ხარჯავენ ფულს შენახვაზე, შუქზე, ჭამაზე. იუშჩენკოს ხარჯები ხომ გამოაქვეყნეს უკვე, ასე რომ, რაც მოსახსნელი იყო უკვე მოხსნეს, მეტი რაღა უნდა გამოექვეყნებინათ, გამოუქვეყნეს აბანოს ქისის ანგარიში მეგობარი უკრაინის პრეზიდენტს არაფერი საიდუმლო ამაში არ არის, მოხსნან, რას ცოდვილობს ივანიშვილი, უკვე 500-ჯერ აქვს მოხსნილი, “ალიაში” არ აქვს გადაცემული თუ რა არ აქვს შეთითხნილი, “ასავალ-დასავალი” ამაზე მეტს რას წერდა, რას მაიმუნობენ”, – განაცხადა სააკაშვილმა.