ერდოღანი: თუ აშშ F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირებას არ შეასრულებს, თურქეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს მიმართოს
თურქეთმა შესაძლოა სხვა ქვეყნებს მიმართოს, როგორიცაა რუსეთი, თუ შეერთებული შტატები F-16-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ დაპირებას არ შეასრულებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ივლისში კანონი დაამტკიცა, რომელიც კრძალავს ანკარასთვის F-16-ის გაყიდვას, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იმუშავებს იმისთვის, რათა დაარწმუნოს კანონმდებლები, თურქეთის საჰაერო ძალებს F-16-ის თვითმფრინავები მიაწოდონ.
ერდოღანმა ასევე გაიხსენა, რომ ბაიდენმა მას ივნისში განუცხადა, რომ „გააგრძელებს მხარდაჭერას F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით“.
„აშშ არ არის მსოფლიოში ერთადერთი, ვინც სამხედრო თვითმფრინავებს ყიდის. მათ ასევე ყიდიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. მათი შეძენა შესაძლებელია სხვა ადგილებიდან და სხვები გვიგზავნიან სიგნალებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.