ევროკავშირი უკრაინას დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

ამის შესახებ ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს – ქვეყნის, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.

„ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხი სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას და ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას მოხმარდება, როგორიცაა სამთავრობო უწყებები, სკოლები და საავადმყოფოები“, – განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ზბინეკ სტანიურამ.

მან დასძინა, რომ ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე ის მოუწოდებს კიდევ სამი მილიარდი ევროს გამოყოფა მოხდეს, რომელიც ევროსაბჭოს მიერ ივნისში შეთანხმებული ცხრა მილიარდი ევროს პაკეტის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები