ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებს ღია შეკითხვით მიმართავს

   “მოქალაქის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა აზრითაც, ყოფილი პრემიერის სამოქალაქო მოძრაობას ხელისუფლების კრიტიკა გაუჭირდება, ღია შეკითხვით მიმართავს.
“არასამთავრობოებს რაც შეეხება, ჩემს შემთხევაში არც ერთი არ ჩანდა ისეთი, რომ პოზიტიურად მიეღო სექტორში ჩემი შემოსვლა და ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლებას არ აკრიტიკებს და აბა რისთვის მოვიდაო, არადა ჩემს გამოსვლაში ღარიბაშვილსაც შევეხე, ბორდთან დაკავშირებითაც ვთქვი ცუდი რაც იყო, მანქანებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც იქვე დავეთანხმე და ყველა მიმართულებით ჩანდა ჩემი დამოკიდებულება – კრიტიკული რაც იყო ის გავიზიარე, თუმცა ყველაფერი ეს გადაფარეს. მე მაქვს შეკითხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან – ეს სექტორი ასე თავისუფლად იყო და წინა ხელისუფლებას მათზე გავლენა არ მოუხდენია? ესენი ობიექტურ პოზიციას ამჟღავნებდნენ, ახლა მე რომ შემახსენებენ, რომ ხელისუფლების კრიტიკა მავალია. ისინი ამას იმ დროს კარგად აკეთებდნენ? ძალიან სოლიდურებს შევახსენებ, მარტო 26 მაისის შემდეგ მათი განცხადებები კორექტული იყო?” – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “შეხვედრები მწერალთა სახლში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები