მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მისი კავშირების გამოყენებას ურჩევს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მისი კავშირების გამოყენებას ურჩევს. განცხადება ექსპრეზიდენტმა უკრაინაში გააკეთა. “ვეუბნები ამ მთავრობას – ბევრი მეგობარი მყავს და რამე კარგში გამომიყენეთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. “ჩემი მეგობრები იყვნენ სარკოზი, ბილდტი, სხვა ევროპელი მინისტრები, ამერიკის სახელმწიფო მდივანი – ყოფილიც და მოქმედიც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ა.შ. მართლაც, ბევრი მეგობარი მყავს და ვეუბნები ამ მთავრობას – რამე კარგში გამომიყენეთ, თავს კი ნუ იჭრით იმით, რომ ბურჯანაძის დაკითხვით მიღებული ბრალდებებით აპირებთ ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრას-მეთქი”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები