რას იხსენებს პატრიარქი: შევაგროვე ფული, წავედი მაღაზიაში წიგნის საყიდლად…

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, პროექტი “წიგნი ყველა სოფელს” დალოცა, სადაც წიგნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“წიგნი მიყვარდა იმ დროს, როცა კითხვა არ ვიცოდი, ჯერ არ ვსწავლობდი და მელნით ვიჭუჭყიანებდი თითებს. მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი და მესმოდა სახლში, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს წიგნი ნაყიდი. შევაგროვე ფული, წავედი მაღაზიაში წიგნის საყიდლად. პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე, იყო ფერადი გარეკანით. ასე დაიწყო ჩემი წიგნთან ურთიერთობა”, – ბრძანა უწმინდესმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველოს წიგნის კითხვის მხრივ ჩამორჩენა აქვს. “წიგნის კითხვაში რატომღაც გვიჭირს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებმა შეიყვარონ წიგნი – მთავარია მას შევუქმნათ განწყობა, თავიდან უნდა განვაწყოთ ბავშვი წიგნის მიმართ, კითხვა დავუწყოთ ზღაპრებით. ყველა მშობელმა თავის შვილს უნდა უკითხოს წიგნი და ზღაპრები, არა ტრაქტორებზე, მანქანებზე, თვითმფრინავებზე, არამედ ბუნების შესახებ. ზღაპარმა უნდა დააახლოვოს ბავშვი ბუნებასთან, უნდა შეაყვაროს წიგნი”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები