2 შვილის დედას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება

   2 შვილის დედას, 30 წლის თამარ გოიშვილს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. როგორც “კვირას“ მისმა მეგობრებმა აცნობეს, თამარ გოიშვილს სიმსივნის ერთ-ერთი ფორმა – ხოჩკინის ლიმფომა დაუდგინდა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.
“მას ესაჭიროება ქიმიოთერაპიის 6 კურსი და შემდეგ სხივური თერაპია საზღვარგარეთ. თამარის უფროსი შვილი სანდრო 5 წლისაა. ხოლო ნუციკო სულ რაღაც 1 წლის. თამარ ქიმიას საქართველოში გაიკეთებს. მეგობრების დახმარებით ამის სახსრები მოიძებნა, მაგრამ სამწუხაროდ, საზღვარგარეთ გადაფრენა და სხივური თერაპია საკმაოიდ ძვირი ჯდება… მეგობრები გთხოვთ , ვისაც რისი საშუალება გაქვთ, შევუნარჩუნოთ პატარა და-ძმას ახალგაზრდა დედა. კიდევ ერთხელ, დაავადება განკურნებადია, მთავარია ყველამ მოვინდომოთ და ჩვენ გადავარჩენთ თამარს!“,-აცხადებენ მისი მეგობრები. რეკვიზიტები: ბანკი რესპუბლიკა ბანკის კოდი: REPLGE22 ანგარიშის ნომერი: GE53BR0000010749624049 მიმღები: თამარ გოიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები