HIMAR-სთვის დამატებითი ჭურვები და სხვა აღჭურვილობა – აშშ უკრაინას 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

პენტაგონი დღეს უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს.

ამის შესახებ The Washington Post-ი აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ დახმარება მოიცავს ​HIMARS-ისთვის დამატებით ჭურვებს. მაღალ მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემის ჭურვებს დაემატება სატრანსპორტო საშუალებები სამხედროებისთვის და სხვ.

გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ავიაბაზაზე დასავლეთის ქვეყნებისგან შემდგარი შეხვედრა დღეს გაიმართება და მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ფორმატში გაკეთდება დამატებითი დახმარების შესახებ განცხადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები