პაატა ზაქარეიშვილი: არ მიმაჩნია სწორად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს

  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მას არ მიაჩნია სწორად ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა “პალიტრა.ტვ”-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, იგი მხილებულ უნდა იქნას.
“ჩვენ ვიხედებით სწორედ წინ და ჩვენს ლეგიტიმაციას განაპირობებს ქართველი ხალხი. ჩვენ დაფუძნებული ვართ ქართველ ხალხზე და არა კარლ ბილდტზე (მართლა პატივს ვცემ მას) და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრზე. მათ უნდათ დემოკრატია, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტი კი არის კანონი. დამნაშავე თუ დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს – არ ვლაპარაკობ სააკაშვილზე, ის ჯერ ბრალდებულია. საერთოდ, მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში, თუმცა უნდა ითქვას რა დააშავა, რა ეკუთვნის მას. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს, თუმცა, ის უნდა იყოს მხილებული თავის დანაშაულში, ყველამ ვიცოდეთ, რა დააშავა, რომ გმირი არ იყოს, გმირად რომ მოაქვს თავი, ჰქონდეს თავისი კუთხე და უნდა იცოდეს, სად და როგორ იჯდეს ამ კუთხესთან”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები