აშშ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე „ფილტრაციის ოპერაციების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე „ფილტრაციის ოპერაციების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა კრემლი უკრაინაში ე.წ. ფილტრაციული ოპერაციების განხორციელების ზედამხედველობაში და იმ უკრაინელების სიების შედგენაში დაადანაშაულა, რომლებიც იძულებით უნდა იყვნენ გადაყვანილნი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვს მსგავსი პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ პირები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზედამხედველობენ და კოორდინირებას უწევენ ფილტრაციის ოპერაციებს. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადგენენ უკრაინელთა სიას, რომლებიც ფილტრაციას უნდა დაექვემდებარონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ფილტრაციის ოპერაციები“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები