თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის „პროვოკაციული“ პოლიტიკა არასწორია.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„არ არის საჭირო სახელების ჩამოთვლა, მაგრამ მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ არ მიმაჩნია სწორად პოზიცია, რომელსაც დასავლეთი იკავებს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის ლიდერის თქმით, დასავლეთი, „პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას წარმართავს და შედეგის მიღწევა იქ ვერ მოხერხდება“.