ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს.

„ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ ამას. მათ საერთოდ არაფერს მივაწოდებთ, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ ინტერესებს. ჩვენ არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს – არაფერს მივაწვდით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი სახელშეკრულებო ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

„ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. თუმცა, თუ ვინმე რამეს თავზე მოხვევას შეეცდება, მაშინ მინდა აღვნიშნო, რომ ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია რომ ვთქვათ: „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები