“გაბურძგნული” ბორისკას ნაცვლად თერმობირთვული რუსოფობი ტრასი მოვიდა” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის შეფასებით, “დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა გაბურძგნული ბორისკას ნაცვლად არაკომპეტენტურმა და უღიმღამო თერმობირთვულმა რუსოფობმა ლიზ ტრასმა დაიკავა”.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

“ბრიტანეთში ყარაული შეიცვალა: ფრიკ ბიძა წავიდა, ფრიკ დეიდა მოვიდა“, – წერს მედვედევი.

მისი თქმით, ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი არის “არაკომპეტენტური და უღიმღამო თერმობირთვული რუსოფობი”, რომელსაც “არ აქვს ელემენტარული წარმოდგენები პოლიტიკაზე, ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, მაგრამ სურს ყველაფერში რუსეთის დამარცხება”.

„მარგარეტ ტეტჩერს ბაძავს მაშინ, როდესაც მისი შესაძლებლობები 5%-აც არ ფლობს, იმედოვნებს ენერგეტიკული კრიზისის და სურსათის ინფლაციის დაძლევას, რაც მისივე გიჟური სანქციების შედეგი გახდა. ის ყველასთან იჩხუბებს, ყველაფერს ჩააგდებს და სამარცხვინოდ დატოვებ თანამდებობას ისევე, როგორც მისი წინამორბედი – გაბურძგნული ბორისკა“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები