დავით ნარმანია კივიილის მერს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ესტონეთის ქალაქ კივიილის მერს დიმიტრი დიმიტრიევს და ქალაქის მსუბუქი მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის სამომავლო განვითარებასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
ქალაქ კივიილში მნიშვნელოვნად განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა და ქალაქის წარმომადგენლებმა თბილისის მერს აღნიშნულ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება შესთავაზეს.
თბილისის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისი მიზანია, თბილისი რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად გადაიქცეს. აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა წინასაარჩევნო პროგრამაში, შესაბამისად, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შემქნაა, რათა ქალაქში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.