კახა კალაძე: საქართველოში არჩევნები ჩატარდება 2024 წელს – დღეს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

მისივე თქმით, ქვეყანას დღეს სიმშვიდე სჭირდება.

“საქართველოში არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გათვალისწინებული – 2024 წელს. დღეს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რასაც სჭირდება ხელშეწყობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები