ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა
დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის პირველი პირი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში წერს.
„მე გავხდი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც [სატელეფონო] საუბარი გამართა ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან. მადლობა გადავუხადე ბრიტანელ ხალხს უკრაინის თავდაცვითი და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად იყოს მისი შემდგომი გაძლიერებისთვის“, – წერს ზელენსკი.
I became the 1st foreign leader to have a conversation with the newly elected 🇬🇧 PM @trussliz. Invited her to 🇺🇦. Thanked 🇬🇧 people for the major defense & economic aid for 🇺🇦. It's important that 🇬🇧 is ready to further strengthen it. Attention was paid to security guarantees 1/2
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 6, 2022