თეა წულუკიანი: დეკანოიძე წარმოადგენს რაღაც ტიპის გაერთიანებას, რომლისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – საკუთარი სამშობლო

“ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაც ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – საკუთარი სამშობლო”, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატი დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ამოვარდნილია უსაფრთხოების სარტყლიდან, რომელიც უკრაინას უნდა შემოეკრას.

წულუკიანის თქმით, დეკანოიძეს ვერ გაურკვევია, რომელი ქვეყანაა მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს.

„მე, როგორც  იუსტიციის ყოფილი მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები