თეა წულუკიანი: როგორც ჩანს, კვლავ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას

როგორც ჩანს, კვლავ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, რომ ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ქვეყნის გამთლიანებას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინულ პორტალზე – sanctions.nazk.gov.ua გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ მეთოდები აქვთ სხვადასხვა.

„რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და, როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი, ბავშვები გასაჭირში არიან, რომ მათ ყოველდღიური არსებობის საფრთხის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ამიტომ, სწორედ მათ გამო და არა მათი ხელისუფლების გამო, თავს შევიკავებდი უფრო მწვავე შეფასებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, უკრაინულ ვებგვერდზე, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები