ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი კარა მაკდონალდს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სტუმარს დეტალურად გააცნეს ხელისუფლების გეგმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა „ღირსეული პარტნიორი 2022″-ს სწავლების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები