მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების მიერ ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასების ჩატარება ბათუმელი ბიზნესმენის შალვა ბრეუსის სახელს უკავშირდება

მსოფლიოს აღიარებული არქიტექტურის წარმომადგენლები თბილისს მეორედ სტუმრობენ. მათი ვიზიტი ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონკურსს უკავშირდება.

ამჯერად მორიგი შეხვედრა სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სხვადასხვა ლექტორებსა და სტუდენტებს შორის შედგა. თემაზე „ისტორიული არქიტექტორისა და თანამედროვე შენობების ჰარმონიზაცია“ დიალოგი მსოფლიოში აღიარებულმა შვეიცარიელმა არქიტექტორმა პიარ დე მეურონმა გამართა. საერთაშორისო კონკურსში მსოფლიოს 14 წამყვანი არქიტექტურული კომპანია მონაწილეობდა. ეს კონკურსის მეორე ეტაპია, რომლის დასრულების შემდეგაც სამი გამარჯვებული სტუდია გამოვლინდება.  გამარჯვებულ პროექტს კი ჟიური ნოემბერში დაასახელებს.

მუზეუმის გახსნამდე საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება გადავწყვიტეთ. დღეს ლექციას კითხულობს მსოფლიო ვარსკვლავი არქიტექტურაში პიარ დე მეურონი, რომელმაც ააშენა კეიტ მოდერნის ახალი კორპუსი, ჰამბურგის ფილარმონია და .. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და სიხარულია, რომ ამ დონის არქიტექტორი ჩვენს სტუდენტებს შეხვდება“, – ამბობს შალვა ბრეუსი.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის იდეაც და კონცეფციაც სწორედ შალვა ბრეუსს ეკუთვნის. გასაკვირიც არ არის, რომ თავად ხელოვნების დიდი მოყვარულია. კოლექციონერი ბიზნესმენი არის თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის, მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი.

ის, რომ ბრეუსმა საკუთარი იდეის და პროექტის განსახორციელებლად მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები მოიწვია, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სურს, აღნიშნული მუზეუმი დიდი კულტურული მნიშვნელობის მატარებელი იყოს. მისი მთავარი მოთხოვნაც არქიტექტორების მიმართ, სწორედ ესაა:

ჩემი მოთხოვნაა, რომ ეს უნდა იყოს კულტურული ცენტრი, რომელშიც არა მხოლოდ მხატვრული ობიექტები ან სკულპტურა, არამედ საგანმანათლებლო პროგრამა იქნება, ძალიან დიდ ადგილს და დროს ვუთმობთ ამას, იქნება ბიბლიოთეკა, ხატვის, სკულპტურის, კერამიკის, ანიმაციის კლასები ბავშვებისთვის“, – განაცხადა ბრეუსმა.

თავად მეურონის არქიტექტურული კომპანია (Herzog and De Meuron) ერთ-ერთია იმ 6 მონაწილიდან, რომელიც „მიხაილოვის საავადმყოფოს“ „გადასხვაფერებისთვის“ იბრძვის.

ამ შეხვედრის მიზანია, ერთად ვისაუბროთ ქალაქზე, მის არქიტექტურაზე, მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ თანამედროვე შენობები მოერგონ ქალაქის ძველ იერსახეს. ჩვენ გავაცნობთ მათ ჩვენი თვალით დანახულ სხვადასხვა ნიმუშებს. ეს იქნება ერთგვარი დიალოგი მთელი არქიტექტურული ხედვების გაზიარებით“, – აცხადებს პიერ დე მეურონი.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი, აკადემიკოსი ვალერიან ასათიანია. როგორც ის ამბობს, თანამედროვე მუზეუმის იდეა დროთა და თაობათა კავშირია:

პროექტის ავტორთა ბიოგრაფიები და სახელები ძალიან წარმომადგენლობითია. მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უდიდესი დამსახურება აქვსარაჩვეულებრივი პროექტები აქვთ შესრულებული და არც თუ ისე მარტივი იქნება საუკეთესოს შერჩევა. ეს არის დროთა კავშირი, თაობათა კავშირი, ეს არის მულტიკულტურული დატვირთვის მქონე პროექტი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ შემატოს ჩვენს ქალაქს“, – ამბობს ვალერი ასათიანი.

ჟიურის კიდევ ერთი წევრი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიაა. მისი თქმით, კონკურსში ყველა საუკეთესოა და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, განსხვავებულ არქიტექტურას წარმოადგენს, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისში გვექნება გამორჩეული ადგილი არა მარტო ფუნქციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნების ცენტრი არის არა მხოლოდ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივა, არამედ არქიტექტურული კუთხითაც, რომელმა პროექტმაც არ უნდა გაიმარჯვოს,  ძალიან მნიშვნელოვან ნაგებობას მივიღებთ,  რომელიც გამორჩეული და საინტერესო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეცედენტი შედგა“, – ამბობს ბასილაია.

ცნობისთვის, „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნისთვის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო. მათგან 6 საუკეთესო შეირჩა. ესენია: Archea Associati იტალიიდან (ფლორენცია), Christ & Gantenbein შვეიცარიიდან, Emre Arolat თურქეთიდან, Shigeru Ban იაპონიიდან, Wilmotte & Associés საფრანგეთიდან და Herzog and De Meuron შვეიცარიიდან. დასახელებული კომპანიებიდან კი სექტემბერში 3 მათგანი გამოეთიშება კონკურსს და 3 კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს. ხოლო საბოლოოდ ვინ ჩაიბარებს პროექტს და ვინ შექმნის თბილისის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერას, ნოემბერში გახდება ცნობილი.

არქიტექტურული პროექტის წარმოდგენას დაახლოებით 10 თვე დასჭირდება, მშენებლობა კი 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ითვალიწინებს 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას, თანაც ისე, რომ შენარჩუნდეს ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ისტორიული ძეგლის იერსახე.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის იდეის და კონცეფციის ავტორი  ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო  კონკურსის, მათ შორის, მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი,  კოლექციონერი და ფილანტროპია. მას დაფუძნებული აქვს საკუთარი სახელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის მიერ დაარსებული კანდინსკის პრემია   ბრიტანული ტერნერის (Turner Prize) და ფრანგულ მარშელ დუშანის (Marcel Duchamps Prize) ჯილდოებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს  3 წამყვან პრემიას წარმოადგენს.  შალვა ბრეუსს საქართველოში არაერთი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის  ნეველის სახელობის  ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლესის აშენება და საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენა, რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა გიორგის   ჯვრით დააჯილდოვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები