“აუცილებელია საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის გათვალისწინება” – პუტინმა “საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციია” დაამტკიცა 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია” დაამტკიცა

სხვა საკითხებთან ერთად, როგორც კონცეფციაშია ნათქვამი, რუსეთისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება “კულტურის, მეცნიერების, სპორტის, ტურიზმის, განათლების, ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან: დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, ასევე, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან”.

კონცეფციის 95-ე მუხლში ნათქვამია, რომ “ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე, მოლდოვასა და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას აუცილებელია ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის გათვალისწინება”.

98-ე მუხლის მიხედვით, “ორმხრივი ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების მიზნით საჭიროა მრავალრიცხოვანი რუსული დიასპორის პოტენციალის გამოყენება საზღვარგარეთ რუსული კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე რუსეთის თანამედროვე ცხოვრების და ისტორიის შესახებ ობიექტური წარმოდგენების ფორმირების მიზნით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები