“ნატო-ს დახმარებით დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარებას სერიოზული რეგიონული შედეგები მოჰყვება” – რუსეთის საგარეო უწყება
დნესტრისპირეთის საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის მცდელობებს, განსაკუთრებით – ნატო-ს დახმარებით, სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება, – განუცხადა “რია ნოვოსტის” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა, ვიტალი ტრიაპიცინმა.
„დნესტრისპირეთის საკითხის იარაღის ძალით გადაწყვეტის მცდელობებს, განსაკუთრებით – ნატო-ს ჯარების დახმარებით, ყველაზე სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება ქვეყნისა და რეგიონისთვის“, – განაცხადა დიპლომატმა.