პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა – ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად

“საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.

“გამარჯობა, საქართველო! ძვირფასო მეგობრებო! საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა”, – აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები