სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
ამავე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.