„მოქალაქეების” საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს პოლონეთის სეიმში მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ვიცესპიკერ ლევან იოსელიანის და პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პოლონეთის თავდაცვის პოლიტიკის სტრატეგიის და პლურალისტურ გარემოში მუშაობის გამოცდილების გაზიარება. საუბარი შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, სადაც თავმოყრილი იქნება 27 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა. ვიზიტი დაიგეგმა პოლონეთის სეიმის ვიცე მარშალის საქართველოში ვიზიტისას. მალგოჟეტა გოშიევსკას ინტერესი გამოიწვია პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების” სტრატეგიულმა ხედვამ თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთ- საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის და პოლონეთ – საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლების თანხლებით, უკვე შედგა შეხვედრა სეიმის ვიცე მარშალთან. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სეიმის ანალიზის ბიუროს ექსპერტებსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები