ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავარია მოხდა – არიან დაშავებულები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა.

არსებული ინფორმაციითვე, სამარშუტო ტაქსიში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ბავშვები.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები