შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია
“საქართველოს მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ – ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგი აქვს.
„როცა ვსაუბრობთ პოლარიზაციის პრობლემასა და გამოწვევაზე, სინამდვილეში, ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ – ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს შემდეგ უკვე ამ ყველაფერს. მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, სხვადასხვა დაპირისპირებული აზრის არსებობა, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია და ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან. რაც გულისხმობს ერთ რამეს, ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც მათ აქვთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.