კახა კალაძე: დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე მოსაუბრე ევროპარლამენტარები საქართველოს მტრები არიან
“დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე მოსაუბრე ევროპარლამენტარები საქართველოს მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება რეფორმების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.
„ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უვიზო მიმოსვლასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, იმ რეფორმებსაც განახორციელებს, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე“, – აცხადებს კალაძე.