ზელენსკა: სანამ ბრიტანეთი ხურდებს ითვლის, ჩვენ მსხვერპლს ვითვლით
უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკური შედეგები მძიმედ აისახება მის მოკავშირეებზე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრიტანელები „ხურდას ითვლიან“, ხოლო უკრაინელების „სიკვდილს აღრიცხავენ“.
მან განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო კრიზისიც მოკლეხნიანი იქნებოდა.
„მესმის, რომ ვითარება ძალიან მძიმეა. მაგრამ შეგახსენებთ, რომ კოვიდ ეპიდემიის დროს, როდესაც ფასების ცვლილება იყო უკრაინაც დაზარალდა… ფასები უკრაინაშიც იზრდება, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენი ხალხიც იღუპება. ამიტომ, როდესაც თქვენ ხურდის დათვლას იწყებთ თქვენს საბანკო ანგარიშებზე და ჯიბეში, ჩვენ იგივეს ვაკეთებთ და ჩვენს დაღუპულებს ვითვლით“, – განაცხადა ზელენსკამ.