სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.